კილიან მბაპე: "რეალზე" რომ გიპასუხოთ, ეს პსჟ-სთვის ცუდი იქნება

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კომენტარი მის მადრიდის "რეალში" გადასვლის საკითხზე გააკეთა.

"რეალი"? ყველა ამის შესახებ ლაპარაკობს. მეც ამაზე ვსაუბრობდი, როცა ცოტა უფრო უმცროსი ვიყავი. ახლა კი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რომ ამაზე სასაუბროდ შესაბამისი დროს არ არის.

იანვარი სეზონში ფინანსურად ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. წარმოიდგინეთ, თქვენს შეკითხვას რომ პასუხი გავცე, რაიმე რომ ვთქვა, ყველა ამის განხილვას დაიწყებს და ეს პსჟ-სთვის ცუდი იქნება.

ახლა მე პსჟ-ის ფეხბურთელი ვარ და კლუბის ნაწილი გახლავართ 100%-ით. მინდა გუნდს გაზრდაში დავეხმარო, რათა სეზონში რაც
შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ. ასე რომ, ჩემი მხრიდან მომავალზე საუბარი არასწორია. მე კლუბზე ვფიქრობ, რადგან ის დამეხმარა, აქ ხომ 18 წლის ასაკში მოვედი.

მე ნიჭი მქონდა, თუმცა სუპერვარსკვლავი არ ვყოფილვარ. ახლა კი პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების დამსახურებით სუპერვარსკვლავი ვარ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო და კლუბზე ვკონცენტრირდე. ამ სეზონის შემდეგ რა იქნება, ვნახოთ, ახლა კი მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობ", - განაცხადა მბაპემ.


altკილიან მბაპემ პსჟ-სთან მოლაპარაკებები გადადო

altდიდიე დროგბამ კილიან მბაპეს დანაპირები 10 წლის შემდეგ შეუსრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული