"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ლიგა 1-ისა და ინგლისის პრემიერლიგის დონეები შეადარა.
"ლიგა 1 ძალიან შეიცვალა და ვფიქრობ, რომ ყოველ მომდევნო წელს სულ უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. პირველი ორი სეზონი აქ.... ვერ ვიტყვი, რომ ისინი ადვილი იყო, თუმცა წინააღმდეგობა ისეთი არ ყოფილა, როგორიც ახლაა.
ნაბიჯ-ნაბიჯ ლიგა უფრო კონკურენტული გახდა. გუნდები ჩვენ წინააღმდეგ თამაშზე მუშაობენ. მწვრთნელებმა იციან, როგორ ითამაშონ პსჟ-ის, "ლიონის", "მარსელის" წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის ზრდას უწყობს ხელს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ლიგა 1 სხვა
ჩემპიონატებზე უფრო სუსტია, მაგრამ შეხედეთ ინგლისს. ხედავთ რამხელა სხვაობა აქვს "ლივერპულს" მდევრებთან? როცა პსჟ-ს აქვს მსგავსი შედეგი, იძახიან, რომ ეს სუსტი ლიგაა. შეიძლება ლიგა 1-ში იმდენი ვარსკვლავი არაა, თუმცა ჩემპიონატი უფრო კონკურენტულია", - განაცხადა ანხელ დი მარიამ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით