ესღა აკლდა - ნეიმარს სუტენიორობაში სდებენ ბრალს

AutoSharing Option
პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარს VIP-პროსტიტუციის ქსელის სპონსორობასა და ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

ბრაზილიელი მოდელი ნაჟილა ტრინდადე, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცა, ისევ უჩივლებს ფეხბურთელს სასამართლოში.

ტრინდადეს ადვოკატმა კოსმი დოს სანტოსმა ბრაზილიურ UOL Esporte-ს აცნობა, რომ ნეიმარის წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე მუშაობს.

დოს სანტოსის მტკიცებით, ორგანიზებულ ჯგუფს ბრაზილიიდან მეძავები საფრანგეთში სექს-მომსახურებისთვის ჩაჰყავს, თუმცა რაზეა აგებული ნეიმარის წინააღმდეგ ბრალდება, არ იუწყება.

ნეიმარის იურისტებმა განაცხადეს, რომ ჯერ სასამართლოდან არავითარი უწყება არ მიუღიათ და საქმის კურსში არ არიან.

2019 წელს ტრინდადემ ნეიმარს
სასამართლოში უჩივლა. ის ამტკიცებდა, რომ ნეიმ პარიზის სასტუმროში გააუპატიურა. მაშინ ნეიმარმა განაცხადა, რომ სექსი ორმხრივი თანხმობით მოხდა და ნაჟილა თავად სთხოვდა, უკანალზე ეცემა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული