"მარსელის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

AutoSharing Option
"მარსელის" ყოფილი პრეზიდენტი პაპ დიუფი 68 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას Teledakar-ი ავრცელებს.

დიუფი "მარსელის" პრეზიდენტი 2005-09 წლებში იყო, უკანასკნელ ხანს კი სენეგალში ცხოვრობდა.

დიუფის პრეზიდენტობისას "მარსელმა" ორჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები და ამდენივეჯერ მოიგო თასი.

შეგახსენებთ, 21 მარტს კორონავირუსით "რეალის" ექსპრეზიდენტი ლორენცო სანსი, ხოლო 26 მარტს "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი კეს ბაკერი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული