ოლივიე ჟირუმ ირონიულ ბენზემას ირონიულადვე უპასუხა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას გამონათქვამზე, რომელმაც თქვა, რომ მისი და ჟირუს შედარება შეუძლებელია, როგორც ფორმულა 1-ისა და კარტინგის.

"ვიღაცები ამბობენ, ფორმულა 1-ის ბოლიდისა და კარტის შედარება არ შეიძლებაო. ერთადერთი, რისი თქმაც ამაზე შემიძლია, ისაა, რომ მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. კარტის კვალობაზე არც ისე ცუდია", - განაცხადა ჟირუმ BeFoot-თან საუბარში.

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 2015 წლიდან ქარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში აღარ იძახებს. მიზეზი კი ფეხბურთელ მატიო ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობის მიღებაა.
ბენზემას არყოფნაში ჟირუ 2018 წლის მსოფლიო თასზე "მამლების" ძირითადი ფორვარდი იყო და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული