ნეიმარს არც არავინ იყიდის და ხელფასსაც გაუნახევრებენ

AutoSharing Option
კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს ვერავინ ვერ შეიძენს. ამაში პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

ESPN-ის ცნობით კი ბრაზილიელს შეიძლება ხელფასი გაუნახევრონ. ასეთი რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირებმა ქვეყნის ეკონომოკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად.

რა თქმა უნდა, ანაზღაურება სხვა ფეხბურთელებსაც შეუმცირდებათ - ვინც თვეში 10 ათასიდან 20 ათასამდე იღებს, გასამრჯელო 20%-ით შეუმცირდებათ, ვინც 20 ათასიდან 50 ათასამდე 30%-ით, ვინც 50 ათასიდან 100 ათასამდე 40%-ით, ვინც 100 ათასზე მეტს - 50%-ით.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში"
წელიწადში 31.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი სატრანსფერო ფასი 128 მილიონია, ხოლო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რავიცი, ღმერთი გადმოხედავს, მშიერი არ მოკვდება...-D
Vasili
13:39 11-04-2020
1
ვინ იყიდის, ძვალი და ტყავია დარჩენილი, ფეხბურთელების ხელფასი, მალე წელიწადში 50 ათასი იქნება საშუალოდ. ხორცის ფასი კი, მაგრად აიწევს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:17 12-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული