კორონავირუსით დაინფიცირებული "მონპელიეს" ფეხბურთელი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული "მონპელიეს" ნახევარმცველი ჟუნიორ სამბია ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

23 წლის სამბიას ეპიდემია დაუდგინდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ლიგა 1-ის ფეხბურთელებში პანდემიის პირველი შემთხვევაა.

"ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. კარანტინს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა. ეტყობა, მაღაზიაში დაინფიცირდა.

სამშაბათს საავადმყოფოში დააწვინეს, ოთხშაბათს სახლში დაბრუნდა, მაგრამ გზაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და უკან დააბრუნეს. ვიდრე ხელოვნურ კომაში შეიყვანდნენ, ორჯერ გამოიცვალა კლინიკა", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ფრედერიკ გერამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ რატო ჩემი შვილი წიხლი ... რა ენაზე წერთ?
Emre
20:01 25-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული