"მონაკოს" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შეაქო, რომელთან ერთადაც "ბარსელონაში" თამაშობდა.
"ნეიმარი რონალდინიოს დონისაა. ის სუპერვარსკვლავია, მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მასთან ერთად კარგა ხანია არ მითამაშია, მაგრამ ცოტა ხნის წინ პსჟ-ის შემადგენლობაში ორ შეხვედრაში "მოგვკლა".
მესის, სუარესს და სხვებსაც მისი თავიანთ გუნდში ხილვა უნდათ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია საგოლე გადაცემა გაგიკეთოს ან მეტოქე მოატყუოს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც თანაბარ თამაშში რთულია.
იმისათვის, რათა საუკეთესო იყოს, ნეიმარს ყველაფერი აქვს. მოედანს მიღმა ძალიან კარგი ბიჭია. ბავშვივითაა, ცხოვრებით ბედნიერია", - ციტირებს ფაბრეგასს
"მარკა".