"პორტუს" მარცხენა მცველი ალექს ტელესი პსჟ-ში გააგრძელებს კარიერას.
ფრანგულმა კლუბმა 27 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი შეათანხმა. მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.
თავიდან "პორტუ" 30 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ კლუბები 25 მილიონზე შეთანხმდნენ.
თავიდან "პორტუ" 30 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ კლუბები 25 მილიონზე შეთანხმდნენ.
ამ სეზონში ტელესმა ყველა ტურნირზე 40 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.