ნეიმარმა პსჟ-ში ხელფასის შემცირებაზე უარი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად თქვა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა, - იტყობინება "ფიგარო".

გამოცემის მტკიცებით, გასამრჯელოს შემცირებაზე უარი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა თქვა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ნეიმარი ამას "ბარსელონაში" დასაბრუნებლად აკეთებს.

ნეიმარი "ბარსელონაში" 2013-17 წლებში თამაშობდა, მისი კონტრაქტი კი "პარი სენ ჟერმენმა" 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ვადამდე დასრულდა და ჩემპიონად პსჟ გამოაცხადეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო, თუ მოდიხარ მოდი, თუ არა და რას შეგვიკიკინე.
კობა
08:10 28-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული