პსჟ-ის მეკარემ ნაქირავები "ლამბორჯინი" დაამტვრია

AutoSharing Option
Sportowe Fakty-ს ცნობით, პსჟ-ის მეკარე მარცინ ბულკამ მშობლიურ ქალაქ ვიშოგრუდთან ავტოავარია მოახდინა.

20 წლის ფეხბურთელი არ დაშავებულა, ავარიის შემდეგ ხალხს ესაუბრებოდა, Lamborghini Huracan Evo Spyder-ი კი სერიოზულად დაზიანდა.

ბულკა თავისი მანქანით მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალ "ჰიუნდაის "შეეჯახა. ორივე ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი სახლებში გაუშვეს. ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ.

როგორც იტყობინებიან, პოლონელ გოლკიპერს ავტომობილი ნაქირავები ჰყავდა.

ამ სეზონში ბულკამ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული