ჟუნინიომ ნეიმარის სიხარბესა და ბრაზილიელთა კულტურულ სიძუნწეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლიონის" ტექნიკურმა დირექტორმა ჟუნინიომ პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

"ბრაზილიაში ჩვენ ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს სრულიად სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზაა.

შეხედეთ ნეიმარს, ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. ამ კლუბმა მისთვის ყველაფერი გააკეთა და აი, ახლა კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლა უნდა. არადა, დროა, პარიზულ კლუბს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარი მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, აჩვენოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერული თვისებები. პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიური ისტებლიშმენტი კულტურულ სიძუნწეზეა დაფუძნებული და
სულ უფრო მეტი ფული უნდა. ამას გვასწავლიან, ეს ვისწავლეთ.

ასე რომ, მას უბრალოდ ასე ასწავლეს. უნდა განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი, რონალდოსთან და მესისთან ერთად საუკეთესოთა სამეულშია. სწრაფია, მძლავრი, გოლების გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემებსაც ნამდვილი ათიანივით აკეთებს.

თუმცა, როგორც ადამიანი, ვფიქრობ, ის დამნაშავეა - მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. მოცემულ მომენტში იმას აკეთებს, რაც ცხოვრებამ ასწავლა. მინდა მჯეროდეს, რომ შეიცვლება", - განუცხადა ჟუნინიომ "გარდიანს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფულის ხამი, რომ არ იყოს ბარსადან წავიდოდა?! ბარსას მერე კი ჩაკვდა როგორც ფეხბურთელი.ეხლაც ბარსას სასამართლოში უჩიოდა ისევ ფულზე და კარგად მაგრადაც წააგო პროცესი! მაგაზეა ნათქვამი უნახავმა რა ნახაო...
zura
23:08 07-07-2020
1
მართალია ჟუნინიო,ბრაზილიელთა მენტალიტეტი ჩვენი შესაფასებელი არაა,მაგრამ ნეიმართან მიმართებაში სიმართლეს ამბობს.ეს ტიპი ისტორიაში დარჩება როგორც ფულზე დახარბებული,უთავმოყვარეო, ნიჭიერი სპორტსმენი.მას უნდოდა რომ ნომერ პირველი ფეხბურთელი გამხდარიყო,მესის და რონალდოს ეჯიბრებოდა მუდამ,ვერ მიაღწია ამას და დიდ ფულად გაყიდა თავი,იფიქრა რახან რეკორდულ თანხად გავიყიდეო,ამით მაინც ვაჯიბებო მათ
Levan
01:05 08-07-2020
1

სიახლეები პოპულარული