ტრავმირებულ მბაპეს 15 დღე გაუცდება და შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"სენტ ეტიენთან" საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩში ტრავმირებულმა პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ამ დილით მედშემოწმება გაიარა.

21 წლის ფეხბურთელს კოჭ-წვივის მყესის სერიოზული დაჭიმულობა აქვს.

მას დაახლოებით 15 დღე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს კიდეც.

ასე რომ, კილიანი ვერ მიიღებს 31 ივლისს "ლიონთან" საფრანგეთის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას და შესაძლოა, 12 აგვისტოს "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩშიც ვერ ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიანაც კარგი , ისემც უქნია სულ ნუ ითამაშებს.
=====
12:49 26-07-2020
4
12 აგვისტოს თუა ატალანტასთან განმეორებითი მატჩი, მაშინ პირველი მატჩი როდისაა? ისევ ტყული წერია.
მინდია
12:45 26-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული