ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა მრავალი წლის მანძილზე იყო პსჟ-ის კაპიტანი, ახლა კი "ჩელსიში" გადავიდა და პარიზელთა გუნდისთავი მისი თანამემამულე იქნება.
"პარი სენ ჟერმენის" კაპიტნად მარკინიოსი აირჩიეს, რომელმაც გასულ სეზონში 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
25 წლის მარკინიოსს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და უნდათ 2 სეზონით გაუხანგრძლივონ. აღნიშნულ საკითხზე ამჟამად კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.