თურმე ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე პსჟ-"მარსელის" მატჩს გამოეხმაურა. 
"ყველაფერი ცუდად წავიდა და ჩვენ ამაზე გული ძალიან გვწყდება. მათ ვერ შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება და იმ სანახაობის შემოთავაზება, რასაც ველოდით. გონსალესი და ნეიმარი? არ ვიცი, მან რა უთხრა, მე ნამდვილად არ გამიგია. მატჩში შეიძლება იყოს პაუზები, მაგრამ ჩვენ ამაზე ახლა ერთი პროცენტითაც კი არ ვნერვიულობთ. 
როცა ფერადკანიანი ფეხბურთელი გოლს იტანს, მთელი სტადიონი ჰაერშია. რასიზმი სპორტში, კონკრეტულად, ფეხბურთში, არ არსებობს, ან თითქმის არ არსებობს", - განაცხადა ლე გრემ BFM Business-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული