რაფინია ალკანტარა პსჟ-ში გადავიდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "ბარსელონადან" პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

27 წლის რაფინიას "პარი სენ ჟერმენმა" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

გასულ სეზონში ის "სელტაში" იყო განათხოვრებული, რომლის რიგებში ლა ლიგის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაფინია "ბარსას" აღზრდილია, ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ რაფოს?! ითმინა, ითმინა და არ ამოყო თავი პსჟ-ში?!
გია
14:21 06-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული