ნეიმარს უნდა პსჟ-სთან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელოს

AutoSharing Option
28 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს უნდა პსჟ-სთან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელოს, - იტყობინება Footmercato.

ბრაზილიელს ხელშეკრულების გახანგრძლივება იმავე ფინანსური პირობებით სურს, რომელიც ახლა აქვს - 36 მილიონი ევრო სეზონში. ამის შესახებ მან პირადად უთხრა პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი უკმაყოფილოა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მოკლედ, თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ნეიმარი თავის ამჟამინდელ გუნდში 35 წლის ასაკამდე დარჩება.

შეგახსენებთ, ნეიმარი ტრავმირებულია და 3 კვირა მოუწევს
უქმობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
28+5 33-ia , da ara 35 utvino...
Simartle
31 ოქტომბერი 2020 10:37
7
28+2+5=35 2022 წლამდე ისედაც აქვს კონტრაქტი
უფრო სიმართლე
31 ოქტომბერი 2020 16:48
0
ახლა 28 წლისაა, მაგრამ მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს. როცა ამოეწურება 30 წლის იქნება, 5 წლიანი კონტრაქტი დაუმატე და იქნები აინშტაინი, ტვინიანო
голая правда
31 ოქტომბერი 2020 11:57
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული