"ზოგჯერ რთული მომენტები დგება..." - კილიან მბაპე

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" 21 წლის სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ კლუბთან არსებულ კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც მოქმედი 2022 წლამდე არის.

"ჩვენ, მთელი ოჯახი, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ჩემი ოჯახი წინსვლაში მეხმარება. სწორედ მათი დამსახურებაა, დღეს სადაც ვარ.

ოჯახის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ზოგჯერ რთული მომენტები დგება და უკან გხევს. ამ სიტუაციაში ხედავ, შენ გვერდით ვინაა და სწორედ ამ მხარდაჭერას ჩემი ოჯახიდან ვგრძნობ. ისინი სწორ გზაზე მაყენებენ. გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობენ" - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, 2022 წელს ფრანგს კონტრაქტი უმთავრდება. მისით არაერთი გრანდია
დაინტერესებული, მაგრამ ფავორიტი "რეალია", რადგან ფეხბურთელს ღიად დაუფიქსირებია, რომ მისი ოცნება "რეალში" თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული