საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიშელ მულენმა განაცხადა, რომ "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში უნდა დააბრუნონ.
"ქარიმი დიადი თავდამსხმელია, დეშამი კი - ფედერაციის თანამშრომელი. თუ ფედერაცია ბენზემას დაბრუნებას გადაწყვეტს, დეშამი ვალდებული იქნება, ის ნაკრებში გამოიძახოს", - ციტირებს მულენს "ფიგარო".
შეგახსენებთ, ბენზემა მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო 2015 წელს ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს. მას შემდეგ ის ნაკრებში არ გამოუძახებიათ და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი გამოტოვა.