დომენეკი "ნანტის" მწვრთნელობიდან დანიშვნიდან თვე-ნახევარში გადააყენეს

AutoSharing Option
რაიმონ დომენეკი "ნანტის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს, - იტყობინება Goal-ი.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი "ნანტში" მუშაობას 2020 წლის 26 დეკემბერს შეუდგა, როდესაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, მაგრამ მას შემდეგ გუნდმა 8 ჩატარებული მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო (4 წაგება და 4 ფრე) და სამსახურიდან დაითხოვეს.

დომენეკს ანტუნ კომბუარე შეცვლის, რომელიც ადრე "სტრასბურგში", "ვალანსიენში", პსჟ-ში, "ალ-ხილალში", "ლანსში", "გენგამში", "დიჟონსა" და "ტულუზაში" მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენთან ხო არ უნდა ჩამოსვლა?:)))
ზურა
11 თებერვალი 2021 11:06
0
ჩვენთან ხო არ უნდა ჩამოსვლა?:)))
ზურა
11 თებერვალი 2021 11:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული