"პარიზიენი" ირწმუნება, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობს და ამის გამო კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო უკმაყოფილოა.
იმისათვის, რათა შემდგომ მბაპემ უფასოდ არ დატოვოს გუნდი, პსჟ მზადაა 120 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა თავიდან პარიზელებს ტრანსფერში 200 მილიონის მიღების იმედი ჰქონდათ.
თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ სადაც უკეთ იგრძნობს თავს, იქ ითამაშებს და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ოფიციალურად გამოაცხადებს.
თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ სადაც უკეთ იგრძნობს თავს, იქ ითამაშებს და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ოფიციალურად გამოაცხადებს.
ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 25 მატჩში მან 20 გოლი (5 პენალტით) გაიტანა, 6 საგოლე გა
დაცემა გააკეთა და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს.