მბაპე "რეალში"? - პოჩეტინიომ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ თავისი გუნდიდან "რეალში" თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:

"მბაპეს "რეალში" გადასვლა? მე მთელი ძალით ვიბრძოლებ, რათა აქ დარჩეს, პსჟ-ში.

ჩვენი კლუბი მბაპესა და ნეიმარის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, კილიანი დარჩება. ორივე ფეხბურთელს პსჟ-სთან სერიოზული ვალდებულებები აქვს", - ციტირებს პოჩეტინიოს El Larguero-ზე დაყრდნობით ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული