ნეიმარი პსჟ-ში 30 მილიონს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 29 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-ს დიდხანს არ დატოვებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ნეიმარი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს,  ახალ ხელშეკრულებაში თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებაც იქნება გათვალისწინებული და ამის შესახებ პარიზული კლუბი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ის წელიწადში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 13 მატჩში 6 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული