"ეკიპის" ცნობით, თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-სთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს.
მხარეები ახალ ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ.
ნეიმარი პარიზულმა კლუბმა 2017 წელს 222 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 7 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფეხბურთელის ასაკისა და ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მისი "ბარსელონაში" დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია.