ნეიმარმა "ბარსელონა" გამოიყენა და კიდევ ერთხელ მოატყუა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ნეიმარმა პსჟ-სთნ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

RAC1 იტყობინება, რომ ერთი თვის წინ "ბარსელონამ" ნეიმართან მოსალაპარაკებლად პარიზში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა და ბრაზილიელმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა რამდენიმე დღეში "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება გააგრძელა.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" თვლის, რომ ნეიმარმა მათი კლუბი კიდევ ერთხელ მოატყუა და გამოიყენა, რათა პსჟ-სთან რაც შეიძლება მომგებიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ნეიმარი პსჟ-ში სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ბონუსებსაც მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კაცი, რომელიც ერთხელ მოგატყუებს და იუდასავეთ ფულებზე გაგყიდის, იმისგან რას უნდა ველოდოთ? ბოლოსდაბოლოს ბარსამ დაიფასოს თავი და ამ მათხოვარს ნუ ეხვეწება.
ბარსა
20:16 09-05-2021
1
აუ მაგარი ღადაობა იქნება პსჟ ლიგაზე რო ვერ გავიდეს,ლიგიდან უკვე გავარდნენ,ჩემპიონობა თითქმის დაკარგეს,თასებში რა ქნეს არ ვიცი...ნეიმარი კი საბოლოოდ ოუენი გამოდგა,თუმცა ოუენის ნაპერწკალა სეზონები მაინც ჰქონდა ეს კი საბოლოოდ დარჩა ცირკის მასხარად,გამონაკლისი მხოლოდ ერთი სეზონი იყო...
გულშემატკივარი
02:15 10-05-2021
2

სიახლეები პოპულარული