ნეიმარმა იდეალური ფეხბურთელი შეადგინა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერი, ნეიმარი წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია, ვარსკვლავმა ისაუბრა თუ როგორ გამოიყურებოდა იდეალური ფეხბურთელი. 

ნეიმარმა კრიშტიანო რონალდოს, ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, კილიან მბაპესა და სერხიო რამოსის თვისებზე ისაუბრა და შექმნა იდეალური ფეხბურთელი. 

"იდეალური ფეხბურთელი? ვფიქრობ, მას კრიშტიანო რონალდოს ფიზიკური მონაცემები, ზლატანის ელასტიურობა, მბაპეს სისწრაფე და სერხიო რამოსის ლიდერული თვისებები უნდა ჰქონდეს. მას ლიონელ მესის მარცხენა ფეხი უნდა ჰქონდეს და ჩემი მარჯვენა, შეეძლოს კანტესნაირი ჩამშლელობა და ვერატის კრეატიულობა, რაც შეეხება პოზიციურობას და გოლის გატანის
ალღოს, აქ ლევანდოვსკი უკონკურენტოა. 

წყარო: marca

altნეიმარმა "ბარსელონა" გამოიყენა და კიდევ ერთხელ მოატყუა

alt"მოედანსა და მოედნის გარეთ ის კარგი ადამიანია, თუმცა..." - გაურკვეველია, ხუანფრანმა ნეიმარს წაკბინა თუ კომპლიმენტი უთხრა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ ყველაფერი რაც ცალკეული ფეხბურთელებიდან აიღო, რონალდოს(ლუის ნახარიო დე ლიმა) ჰქონდა, ხოლო მარცხენა მესიზე უკეთესი - ქინქლაძეს!
ქომაგი
07:54 21-05-2021
15
ვერც ბურთს გადაუგდებს თავზე და ვერც ბურთს ამოაბზრიალებს, აბა წინ როგორ უნდა წაიწიო მარტო მესის იმედზე?
dsag
00:38 21-05-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული