დაზარალებული ვალბუენა ბენზემას დაბრუნებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
მატიას ვალბუენამ კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა. შეგახსემენთ, 2015 წლის შემდეგ ფრანგ ფორვარდს ეროვნული ნაკრების მაისური აღარ მოურგია, ამის მიზეზი კი შანტაჟი გახლდათ, რომლის მსხვერპლიც სწორედ ვალბუენა იყო.

"ოლიმპიაკოსის" გამთამაშებელს სჯერა, რომ დიდიე დეშამი არაფერს დაკარგავდა თუ კარიმი ნაკრებში არ იქნებოდა.

"თუ ბენზემას ნაკრებისთვის რაღაცის მიცემა შეეძლება, რა თქმა უნდა, ეს "ლურჯებისთვის" უკეთესი იქნება. გუნდი მიაღწევს თუ არა წარმატებას ამაში მთავარ მწვრთნელს ვერავინ დაადანაშაულებს. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეადგინოს იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მან
თავისი გადაწყვეტილება მიიღო. რაიქნება თუ მეც დამიძახებდა? არა, მე არავისგან არაფერს არ ველი. ჩემი ცხოვრება მოედანზეა, არც დეშამისგან და არავისგან არაფერს არ ველოდები" - განაცხადა მატიას ვალბუენამ.

წყარო: marca


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული