პარიზელები სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმას გეგმავენ? მსუყე შეთავაზებები ვარსკვლავს [PHOTO]

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობა განიცადა, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდი კიდევ უფრო გააძლიეროს და დაეუფლოს ნანატრ თასს.

იანვარში გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილება მოხდა და ტომას ტუხელის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინიო დაინიშნა. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ფრანგები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გავიდნენ, თუმცა იქ "მანჩესტერ სიტიმ" უშანსოდ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელი "ჩელსისთან" ერთად ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა.

პარიზელებმა ვერც შიდა ჩემპიონატი მოიგეს, თითქოს "განაღდებული" ტიტული "ლილიმ" წაართვათ და საფრანგეთში პსჟ-ის ჰეგემონია დაამხო.

Sportall.Ge

ნეიმარის
გახანგრძლივებული კონტრაქტი, ალ-ხელაიფი კილიან მბაპეზე

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მათი ორი ლიდერის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს შენარჩუნებაზე მუშაობას ჯერ კიდევ აგრძელებს. რამდენიმე თვის წინ დიდი შანსი იყო, რომ მათი დუეტი დაშლილიყო ან ორივე სხვადასხვა გუნდში გადასულიყო.

თუმცა ბრაზილიელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ახლა კი ყველა საფრანგეთის ნაკრების სუპერვარსკვლავ კილიან მბაპესთან გარიგებაში არის ჩართული.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა ალ-ხელაიფმაც გააკეთა კომენტარი:

"დარწმუნებით გეტყვით, მბაპე პარიზში რჩება. ჩვენ მას არ გავყიდით, არც უფასოდ დაგვტოვებს. კილიანს ყველაფერი აქვს, რათა პარიზში თავი შესანიშნავად იგრძნოს. სად უნდა წავიდეს? რომელ კლუბს აქვს ჩვენნაირი ამბიციები? რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და დიდი იმედი გვაქვს, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მალევე შევთანხმდებით. ეს პარიზია, ეს მისი ქვეყანაა. მას "პარი სენ ჟერმენისთვის" წარმატების მოტანის გარდა, ლიგა 1-ის დონის ამაღლებაც ევალება. ეს მისი ქვეყანა და დედაქალაქია".

Sportall.Ge

მსოფლიოს ვარსკვლავების გაფორმება
ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვეინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი ის ელიტარული ფეხბურთელები არიან, რომლების დარწმუნებასაც პარიზელები ცდილობენ, რათა სათამაშოდ საფრანგეთში გადაბარგდნენ. ჩამონათვალიდან ერთ-ერთის, ჟორჟინიო ვეინალდუმის გადაბირება უკვე მოახერხეს, თანაც რა დროს? "ბარსელონას" თითქმის უკვე გაფორმებული ეგონა, თუმცა ბოლო წამს ფრანგული "ძალა" გამოჩნდა.

იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას გუნდთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს უსრულდება, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა კი ახალგაზრდა კიპერისთვის 5-წლიან შეთავაზებას ამზადებენ, მთელი ამ დროის განმავლობაში კი, ხელშეკრულების მიხედვით, 60 მილიონი ევრო გადაეცემა (სეზონში 12 მილიონი) + ბონუსები.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, პსჟ იტალიის ახალ ჩემპიონს, "ინტერს" დაუკავშირდა და ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა, შესაძლოა, ფეხბურთელი უკან, მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს. შეგახსენებთ, წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელი "რეალის" აკადემიის აღზრდილია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ფულზე დახარბებული პსჟში გარბის, ამათ ფული აინტერესებთ და არა გუნდი. იმიტომაა პსჟს ლიგის მოგება ოცნებად რო აქვს და ესეც ექნება სუულ!
baba
14:48 08-06-2021
3
ჰაკიმს რეალის გარეშე ვერ გაყიდიან პირველი თუ ყიდვაა რეალმა უნდა იყიდოს და ისიც არა 60 მლ არამედ 40-45მლ ფარგლებში ასე იყო კონტრაქტით განსაზღვრული და ის ფულიც არ გადაუხდიათ ინტერს რამდენშიც იყიდეს რეალიდან.
რომა
17:49 08-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული