გადაწყვეტილია: მესის კონტრაქტი პსჟ-ში, ნომერი და ყველა დეტალი!

AutoSharing Option
ერთდროულად რამდენიმე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უგუნდოდ მყოფი 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და უკვე დეტალებსაც იუწყებიან.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ნეიმარის შეთავაზებულ 10-ნომრიან მაისურზე მესიმ უარი თქვა და ახალ გუნდში 19 ნომერს აიღებს. ამ ნომრით ის კარიერის დასაწყისში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.

RMC Sport-ის ცნობით, ლეო პარიზულ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურად ამ უქმეებზე გამოაცხადებენ.

პსჟ იმედოვნებს,
რომ ფორვარდი კილიან მბაპე მესის ტრანსფერის შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ამ შეიხმა პეს 25 იყიდა უეჭველი და ბავშვს მისცა ითამაშეო ;)))
აჩი***
07 აგვისტო 2021 00:46
1
სირცხვილია მესის მერე მბაპე არ წავაო უბრალოდ მბაპე კი არა ეიფელის კოშკიც დახტუნავს მესის ჩასვლაზე სიხარულით
აჩი***
07 აგვისტო 2021 00:45
0
მბაპეს კი არა, გუნდს უყიდეს და სულ რომ არ ითამაშოს, ასჯერ მეტს ამოიღებენ. სპორტულ მხარეზე აღარაფერს ვამბობ.
გოჩა
07 აგვისტო 2021 00:32
0
მბაპეს უყიდეს მესი :)))
ლშა
07 აგვისტო 2021 00:22
24
მბაპეს არა კვატეს. ლეო სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ლეო მესია!!!!!! უდიდესი ფეხბურთელი!!!!!!!!
ავთო
07 აგვისტო 2021 09:10
1
))) რომელიღაცა წერტილიდან, მასეც სჩანს. )
ფული აგვარებს ყველა საქმეს.
100%.
07 აგვისტო 2021 07:48
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული