ეს არის ზღაპარი - ცნობილი გახდა, რა ანაზღაურებას სთავაზობს პსჟ ლიონელ მესის

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელსაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე წამყვანმა სააგენტომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეოს "სტად დე ფრანსზე" გადაბარგება დროის საკითხია.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პსჟ სტად დე ფრანსზე არ თამაშობს.
პარკ დე პრენსია საშინაო სტადიონი.
Asa
08 აგვისტო 2021 12:35
0
Მესის ფანები და ბარსელონას ფანები მემგონი სხვადასხვა მცნებები გახდა,ჩემი სუბიეკტური აზრით ბარსას მომავლისთვის აჯობებს მესის წასვლა!მთავარია კარგი მწრთვნელი მოიყვანონ და დაიწყონ ახალი გუნდის მშენებლობა!
ნიკა
07 აგვისტო 2021 17:26
2
ნიკა! შენ თუ გგონია ბარსას "მშენებლობა" ლეგენდების, ასე დამამცირებელი გაშვების ხარჯზე აეწყობა, მაგრად ცდები. შენი აზრით მესი "უშლიდა" არა ბარსას? ზუსტადაც ახალგაზრდებს, მესის გვერდით თამაშით, უნდა მიეღოთ სიამოვნება! ეხლა ითამაშონ დემბელეებთან, ლენგლეებთან და ასე შემდეგ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ლა ლიგა მაგრად ჩაიძირება. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. მესის კი სადაც არ უნდა იყოს, ყველგან წარმატებებს ვუსურვებთ!
ნიკას
07 აგვისტო 2021 18:42
0
ფაქტია, ბაზარი წყვეტს ყველაფერს,ვინც მეტს გადაიხდის ის უკვეთავს მუსიკას. ბარსა ვეღარ შეწვდა მესის ხელფას,იმიტომ რომ სხვა მესის მეტს სთავაზობდა. დაიწერა, რომ წინა წლებში მესიმ როდესაც ხელშეკრულება გაახანგძლივა, ბარსასთან, ერთდოულად აიღო 250 მილიონი,შემდეგ ყოველ წელიწადს 50 მილიონს იღებდა ხელფასს.ბარსა იძულებული იყო დაეკმაყოფინებინა მესის მადა,თორემ ნავთობმაგნატების ფულებით გაძეძგილი კლუბები(სიტი,პსჟ და ჩელსი) მზად იყვნენ მესისთვის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებიათ! თან პანდემიამ მოუსწრო,თან დემბელე,კოუტინიო და გრიზმანმა ვერ გაამართლეს და კი მივიდა ბარსა გაკოტრებამდე!
kaxi
07 აგვისტო 2021 14:47
6
კახი, ლაპორტას, რომ მოენდომებინა, კარგადაც გააჩალიჩებდა მესის კონტრაქტს, მაგრამ ეტყობა ასე გადაწყვიტეს ბოსებმა. პრესასთან როცა გამობრძანდა ვაჟბატონი, სახეზე შეატყვეთ, რამე დანანების, მესისთან მიმართებაში? მე და ბევრმა ნამდვილად არა! ამ ლაპორტას შევახსენებთ: არჩევნები, მესიმ მოაგებინა და არა თვით "ლაპორტას პერსონამ". აი ასე გადაუხადა მესის მადლობა. რაც შეეხება მესის ხელფასს, მესის ისე უნდოდა დარჩენა, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. ისე, რომ მესის წასვლაში ლაპორტაა დამნაშავე და არა მესის ხელფასი.
კახის
07 აგვისტო 2021 15:38
1
ბარსას ლეგენდა იმისი ღირსი არ იყო, კარიერა ბარსაში დაესრულებინა? მაგრამ ხომ "მიაღწიეთ თქვენსას"?! ეტყობა ესპანეთის საფეხბურთო მაფიაში, ტებასის მეთაურობით, ახალი რეგულაციები დააწესეს, /ლეგენდების სურვილების საწინააღმდეგოდ გაშვება/. ლეო მესი ისეთ საუცხოო ფორმაში იყო და ისეთი მოტივირებული, რომ დარწმუნებული ვიყავით საუცხოო სეზონს ჩაატარებდა! თანაც რა დროს უღალატეთ, კაცი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია! ეხლა დაუნგრიეთ ყველანაირი სურვილი, ფსქოლოგიურად დიდი ხანი ვერ გამოვა ამ მდგომარეობიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ მისმა მართლა ფანებმა მივიღეთ შოკი და წარმოდგენილი მაქვს მესი რას განიცდის. ღალატიც არის და ღალატი, ასეთი?!!! ლაპორტ, და გუნდის ფეხბურთელებო, თქვენს კისერზეა ეს ყველაფერი. დებილ ტებასსზე აღარფერს ვიძახი, ისედაც ნათელია, რა შობელ ძაღლიც არის.
ბარსას "ბოსებს"
07 აგვისტო 2021 12:52
0
რა არი ზღაპარი ბიჯო, ბარსელონას 70 მილიონს + ბონუსებს იღებდა და რაც ხელფასის განახევრებას დათანხმდა მაშინაცა მაზე მეტი ხელფასი გამოუვიდოდა. Მესი თქვენ ვიღაც მბაპე დარონალდო და ჭიჭვეიშვილები ხოარ გგონიათ
Ჯონი
07 აგვისტო 2021 12:03
1

სიახლეები პოპულარული