იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელსაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე წამყვანმა სააგენტომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეოს "სტად დე ფრანსზე" გადაბარგება დროის საკითხია.
მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.
პარკ დე პრენსია საშინაო სტადიონი.