ეს არის ზღაპარი - ცნობილი გახდა, რა ანაზღაურებას სთავაზობს პსჟ ლიონელ მესის

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელსაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე წამყვანმა სააგენტომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეოს "სტად დე ფრანსზე" გადაბარგება დროის საკითხია.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბარსას ლეგენდა იმისი ღირსი არ იყო, კარიერა ბარსაში დაესრულებინა? მაგრამ ხომ "მიაღწიეთ თქვენსას"?! ეტყობა ესპანეთის საფეხბურთო მაფიაში, ტებასის მეთაურობით, ახალი რეგულაციები დააწესეს, /ლეგენდების სურვილების საწინააღმდეგოდ გაშვება/. ლეო მესი ისეთ საუცხოო ფორმაში იყო და ისეთი მოტივირებული, რომ დარწმუნებული ვიყავით საუცხოო სეზონს ჩაატარებდა! თანაც რა დროს უღალატეთ, კაცი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია! ეხლა დაუნგრიეთ ყველანაირი სურვილი, ფსქოლოგიურად დიდი ხანი ვერ გამოვა ამ მდგომარეობიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ მისმა მართლა ფანებმა მივიღეთ შოკი და წარმოდგენილი მაქვს მესი რას განიცდის. ღალატიც არის და ღალატი, ასეთი?!!! ლაპორტ, და გუნდის ფეხბურთელებო, თქვენს კისერზეა ეს ყველაფერი. დებილ ტებასსზე აღარფერს ვიძახი, ისედაც ნათელია, რა შობელ ძაღლიც არის.
ბარსას "ბოსებს"
12:52 07-08-2021
0
Მესის ფანები და ბარსელონას ფანები მემგონი სხვადასხვა მცნებები გახდა,ჩემი სუბიეკტური აზრით ბარსას მომავლისთვის აჯობებს მესის წასვლა!მთავარია კარგი მწრთვნელი მოიყვანონ და დაიწყონ ახალი გუნდის მშენებლობა!
ნიკა
17:26 07-08-2021
2

სიახლეები პოპულარული