როგორც გამოცემა წერს, არგენტინელი კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გუნდში გადასვლის სანაცვლოდ კი 30-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს.
კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება.
ლიონელის აგენტი და მამა ხორხე მესი პარიზში ჩასვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს, რათა ფრანგებთან მოლაპარაკებები მალევე დაასრულოს.
Mundo Deportivo კი წერს, რომ პარიზელები არგენტინელ ვარსკვლავს სამშაბათს წარადგნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის პსჟ-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ნეიმარი გახლავთ, რომელიც წლიურად 35 მილიონ ევროს იღებს.