მესი ორ პარიზულ სეზონში 100 მილიონზე მეტს მიიღებს

AutoSharing Option
ფრანგული L’Équipe-სთვის ლიონელ მესისა და პსჟ-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც გამოცემა წერს, არგენტინელი კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გუნდში გადასვლის სანაცვლოდ კი 30-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს.

კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება.

ლიონელის აგენტი და მამა ხორხე მესი პარიზში ჩასვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს, რათა ფრანგებთან მოლაპარაკებები მალევე დაასრულოს.

Mundo Deportivo კი წერს, რომ პარიზელები არგენტინელ ვარსკვლავს სამშაბათს წარადგნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის პსჟ-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ნეიმარი გახლავთ, რომელიც წლიურად 35 მილიონ ევროს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ 100 მილიონიდან 70 გადასახადებში მიდის და 30 რჩება (+ ბონუსები).
2
მარტო მაისურების გაყიდვით ამოიღებენ ამ ფულს
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული