ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ლეო მესი დღეს პარიზში პსჟ-სთან კონტრაქტის გასაფორმებლად უნდა ჩაფრინდეს და მისი პრეზენტაცია ეიფელის კოშკზე გაიმართება.
"პარიზიენის" ცნობით, "ლე-ბურჟეს" აეროპორტში "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრები მივიდნენ და წესრიგის დასაცავად პოლიციაა მობილიზებული.
La Sexta-სა და Antena-ს ჟურნალისტი მარია გარიდო კი იტყობინება, რომ მესი ბარსელონაში საკუთარ სახლში ლუის სუარესთან ერთად იმყოფება და დღეს არსად გამგზავრებას არ აპირებს.