ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლის მიუხედავად, შესაძლოა, კილიან მბაპემ პარიზული კლუბი მაინც დაიტოვოს. სავარაუდოდ, ფრანგი ფეხბურთელი გუნდს აგვისტოს თვეში შეიცვლის.
კილიანი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ამრიგად, "შეიხის გუნდმა" შესაძლოა ახალგაზრდა ვარსკვლავი 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე გაყიდოს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მბაპეს პსჟ-ში თამაში აღარ სურს. ამრიგად, ის არანაირი შემოთავაზების განხილვას აღარ აპირებს.
ფრანგ ფეხბურთელსა და პარიზული გიგანტის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ახლა კი მის შენარჩუნებას პრეზიდენტი ნასერ ალ-ხალიფი ცდილობს. სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს მომდევნო
კვირაში შეხვდებიან და იქ გადაწყდება ახალგაზრდა ვარსკვლავის მომავალი.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კილიანის თაობაზე არც ერთი კლუბი ოფიციალური წინადადებით არ მისულა. შეგახსენებთ, მისით მადრიდის "რეალი" ინტერესდებოდა. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს ფრანგის დამატება უფასოდ სურს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით