ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ კლუბი კილიან მბაპეს გაყიდვას არ აპირებს. მისი თქმით, ფრანგი ფეხბურთელი წარმატებისთვის სხვა კლუბს ვერ იპოვის.

შეგახსენებთ, კილიანს გუნდთან არსებული კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ფეხბურთელის მხარეს კი ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს, კარიერის გაგრძელებას კი მადრიდის "რეალში" ვარაუდობს.

"მბაპე? ის დიდებული ფეხბურთელია. მან საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ გუნდის დატოვება არ სურს" - თქვა ალ-ხალიფმა ლიონელ მესის პრეზენტაციაზე.

ჩვენ მისი მომავალი კარგად ვიცით, მან უკვე თქვა, რომ ის გუნდს არ დატოვებს და პარიზში დარჩება.
მისთვის მთავარი კონკურენტუნარიან კლუბში ასპარეზობაა. ვფიქრობ, "პარი სენ ჟერმენზე" ძლიერ გუნდში ფიზიკურად ვერ გადავა. ჩემი აზრით, მას მიზეზიც კი არ აქვს, თუ რატომ უნდა წავიდეს აქედან. ის პარიზელია, მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ის ერთ-ერთი ჩვენგანია".

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ლიონელ მესი გუნდს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება, მის გვერდით კი მრისხანე შემტევები კილიან მბაპე და ნეიმარი იასპარეზებენ.

"ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, რომლის კულმინაციასთანაც ერთ ნაბიჯში ვართ... ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გადმობირება მოვახერხეთ. ვიმედოვნებ, ლეო და მისი თანაგუნდელები უამრავ ტიტულს მოიგებენ. ისინი საუკეთესოები არიან, მათ სათავეში კი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო უდგას".

ამრიგად, პარიზული გიგანტის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ვარსკვლავის გაშვებას არ გეგმავს, ყველაფერს კი დრო გაარკვევს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული