რამოსმა მესის ოჯახთან ერთად მის სახლში დარჩენა შესთავაზა

AutoSharing Option
არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიწვევა ახალი თანაგუნდელისგან, სერხიო რამოსისგან მიიღო.

როგორც El Pais-ი წერს, ერთ დროს მოსისხლე მტერმა და "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა "ბარსელონას" ყოფილ კაპიტანს მის სახლში ცხოვრება შესთავაზა.

"თუ შენ და შენს ოჯახს სასტუმროში ყოფნას სახლში ცხოვრება გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ." - მისწერა ესპანელმა არგენტინელს.

რამოსი "რეალში" 2005 წლიდან თამაშობდა, ხოლო მესი "ბარსელონას" ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. ორივემ კლუბები 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით, კაპიტნების რანგში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სერხიო, შენ სუპერ ჰიპერაქტიურ მოუსვენარ, მატეო მესის აიტან? (ამ ბავშვზე ვგიჟდები)
გია
14:08 12-08-2021
1
ფასი დაეკარგა. საფრანგეთი გახდება ნომერ პირველი.
ლა ლიგას
13:27 12-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული