Le Parisien მესის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღს აქვეყნებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეული, ლიონელ მესი ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვვედრას, სადაც მისი ახალი გუნდი "სტრასბურგს" დაუპირისპირდება, არ ითამაშებს.

როგორც Le Parisien წერს, არგენტინელი ვარსკვლავი სათამაშო კონდინციებში ჯერ არ იმყოფება, პარიზული კლუბის მაისურს კი სავარაუდოდ 29 აგვისტოს, "რეიმსის" წინააღმდეგ მოირგებს.

იდრის გაიემ კოვიდ 19 უკვე დაამარცხა და "სტრასბურგთან" განაცხადში იქნება, ამავე შეხვედრაში ნეიმარის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესის, მარკინიოსის, მარკო ვერატისა და ჯანლუიჯი დონარუმას მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამოსი კი ტრავმირებულია.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია sports-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლეო შენებურად, ჯადოქრულად გენაცვალე. იმედია ყველაფერი გარგად აგეწყობა. შენნაირ ადამიანს ღმერთი უშველის.კარგია იმ მოღალატეების ბუდეს, რომ გამოეცალე.
ავთო.
13:20 14-08-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული