პსჟ-ს 5 ფეხბურთელი დატოვებს - ფინანსურმა სანქციებმა პარიზელებსაც მიაკითხა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას 76 მილიონი ევრო დახარჯა, ლიონელ მესი, ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი და ჟორჟინიო ვეინალდუმი კი უფასოდ გადაიბირა.

გუნდმა 16 მილიონი ევრო დანილოში გადაიხადა, აშრაფ ჰაკიმის პარიზში ჩასაყვანად კი 60 მილიონი ევრო გაიღო. მსგავსი დონის ფეხბურთელების მოყვანასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობას კარზე ფინანსურმა სანქციებმა დაუკაკუნა. აქედან გამომდინარე, ფრანგებს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.

Le Parisien-ის თქმით, კლუბი 5 ფეხბურთელს გაყიდის.

ყველაზე მეტად ყურადღებას ტილო კერერი იპყრობს. 24 წლის ცენტრალური მცველის ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ.

ევრო 2020-ზე
პაბლო სარაბია ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. მიუხედავად მისი ასაკისა (29 წლის), სპორტსმენი, დიდი ალბათობით, 25 მილიონ ევროდ გაიყიდება.

იულიან დრაქსლერის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო გახლავთ. გუნდს რაფინია და ლეივინინ კურზავაც დატოვებენ.

როგორც ჩანს, პარიზში დიდი გადაადგილებები ჯერ კიდევ გრძელდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მყიდველი არის რომ?სამ კლუბს აქვს მხოლოდ 25 მილიონის გადახდის თავი
Master
14:02 19-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული