პსჟ-მა ისევ გაიმარჯვა - მესი და ნეიმარი სუარესთან ბარსელონაში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მესამე ტურში პსჟ-მა სტუმრად "ბრესტი" 4:2 დაამარცხა.

პარიზულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარენ ახალწვეულები - დონარუმა, სერხიო რამოსი და მესი, აგრეთვე ნეიმარი. "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ მესი და ნეიმარი ბარსელონაში ჩაფრინდნენ, ქალაქის გარეუბან კასტელდეფელსში "ატლეტიკოს" თავდამსხმელ სუარესთან სახლში ისადილეს და ჯერ უცნობია, როდის დაბრუნდებიან პარიზში.

პსჟ-მა ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, ლიდერია და 29 აგვისტოს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.

ბრესტი."ფრანსის ლე ბლე"
ბრესტი - პსჟ 2:4
გოლები: 0:1 ერერა (23), 0:2 მბაპე (36), 1:2 ონორა (42), 1:3 გუიე (73), 2:3 მუნიე
(85), 2:4 დი მარია (90)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ოოოოო, რა ტრიოა?!!!!! ვგიჟდებოდი ამ სამეულზე.
rezi
09:49 21-08-2021
2
ვისაც ლეო მესი გიყვართ, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ბრწყინვალე სტატია, რომლის ერთი გვერდი, მთლიანად ეძღვნება ლეოს. ამ სტატიაში ყველაფერია ნათქვამი და დაწერილი, ლეოს შესახებ. ავტორია რატი შელეგია. სტატიის ავტორს, რატის უღრმესი მადლობა! მართლაცდა როგორსაც მესი იმსახურებს, ზუსტად ისე მოარტყა 10-ანში ავტორმა.
გია
18:52 21-08-2021
0

სიახლეები პოპულარული