საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-ში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა.
პსჟ-მა სტუმრად "რეიმსი" 2:0 დაამარცხა. დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, კილიანის შეძენას "რეალი" ცდილობს და კლუბები სატრანსფერო ფასზე ვაჭრობენ.
მესიმ 66-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა. ის "ბარსელონადან" ახლახან გადავიდა პარიზულ გუნდში და შვებულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში.
პსჟ 12 ქულით გალიდერდა და 12 სექტემბერს "კლერმონს" უმასპინძლებს.