საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მა პარიზში 2:1 სძლია "ლიონს".
სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.
პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი 76-ე წუთზე შეცვალეს და მან მოედნიდან გასვლისას მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს ხელი არ ჩამორთვა. არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენში" ჩატარებულ 3 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.
პოჩეტინიომ ნამატჩევს განაცხადა, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით, შეეშინდა მესის ტრავმა არ მიეღო და ამიტომ შეცვალა.
პარიზელმა გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს ფორვარდ კილიან მბაპეს, რომელსაც "რეალში" გადასვლა სურს.
პსჟ 18 ქულით ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე "მეცს" დაუპირისპირდება.
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლიონი 2:1
გოლები: 0:1 პაკეტა (54), 1:1 ნეიმარი (66, პენ), 2:1 იკარდი (90+2)