პსჟ-მა "ლიონს" ძლივს მოუგო - შეცვლილმა მესიმ პოჩეტინიოს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მა პარიზში 2:1 სძლია "ლიონს".

სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი 76-ე წუთზე შეცვალეს და მან მოედნიდან გასვლისას მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს ხელი არ ჩამორთვა. არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენში" ჩატარებულ 3 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პოჩეტინიომ ნამატჩევს განაცხადა, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით, შეეშინდა მესის ტრავმა არ მიეღო და ამიტომ შეცვალა.

პარიზელმა გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს ფორვარდ კილიან მბაპეს, რომელსაც "რეალში" გადასვლა სურს.

პსჟ 18
ქულით ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე "მეცს" დაუპირისპირდება.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლიონი 2:1
გოლები: 0:1 პაკეტა (54), 1:1 ნეიმარი (66, პენ), 2:1 იკარდი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ პოჩეტინოს რაღაცეები ეშლება უკვე. თუ მთლიანად არ ათამაშა მესი, როდისღა უნდა მიეჩვიოს თანაგუნდელებს და როდისღა უნდა გაიაროს ადაპტაცია?! ჯერ ისედაც მესისთვის, ძალიან ძნელია გადართვა, ახალ გარემოში.თუ მწვრთნელმა არ შეუწყო ხელი და პირიქით შეუშალა ხელი, მაშინ ნუღარ მოსთხოვენ, ლეოს შედეგებს.
პოჩეტინოს გუშინდელი გადაწყვეტილება, არ იყო მართებული!
20 სექტემბერი 2021 20:40
1
აყროლდა მესი? აბა რა ეგონა ბარსელონაში ფეხბურთ ათამაშებდნენ,ტიტულებიც ქონდა,მართალია ზოგი ნაყიდი ზოგი კი ცოლის დამსახურებით მაგრამ მაინც ქონდა..რიგითი ფეხბურთელია პსჟ-სი,რონალდოს როგორ ინდა შეადარონ ეს ჰაუტის მომწოდებელი…
barsa
20 სექტემბერი 2021 13:46
18
მართლა ყელში ამოხვედი უკვე. გეტყობა, რომ თავში ცოტა ვერ გაქვს საქმე კარგად...
ვიღაცა ბარსას
20 სექტემბერი 2021 15:49
1
პოჩეტინომ მიქარა. ყოჩაღ ლეო, ჩაგეთვლა.
მამუკა
20 სექტემბერი 2021 13:00
5
იცით რა მახსენდება? მაუჩარ მაჩაიძე ვიცით, რა უძლიერესი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო. ერთხელ ვიღაცამ სთქვა, სამწუხაროდ აღარ მახსოვს გვარი, მანუჩარი ის ხეაო რომელიც მარტო, თავის მშობლიურ მიწაზე ხარობსო. ლეოსაც,რომ ვუყურებ ამ მართლაც უმაგრეს ფეხბურთელს, იგივე შედარება შეიძლება. ბარსაში უძლიერესი, არგენტინის ნაკრებშიც ვხედავთ რა, მაგრად თამაშობს.
ძველი ქომაგი.
20 სექტემბერი 2021 11:23
3
ფაქტიურად მარტო მბაპე თამაშობს, პენალტი პლიუს საგოლე პასი. წინა თამაშებშიც მბაპე დომინირებდა ყველგან. ეგ რო წავა სულ დაერხევა პსჟ-ს.
გიო
20 სექტემბერი 2021 11:10
9
ჩემს უსაყვარლეს ფეხბურთელს ლეო მესის, გამძლეობას და წარმატებას ვუსურვებ!
ნონა
20 სექტემბერი 2021 11:07
4
ლაპორტასნაირი შნირებმა მესის სახელი, ხომ კარგად გამოიყენა? არა ბიჭოს ისე გაიმარჯვებდა დედის მაგისმან? დარწმუნებული ვარ მესის სხვა კანდიდატისთვის მხარი, რომ დაეჭირა ის კანდიტატი გაიმარჯვებდა. და კიდევ ნერვებზე მელაპარაკებით?
ეეჰ-ს. გია.
20 სექტემბერი 2021 12:47
1
ეეჰ ჩემო ნონა, მეც ვუსურვებ, მაგრამ შველის? რა დღეშია ბიჭი, რას უგავს ნერვები? ოხ ლაპორტა, ლაპორტაა
ეეჰ
20 სექტემბერი 2021 11:38
1
ეხლა გამოხტებიან ჩასაფრებული როლანდოს ფანები და დაიწყებენ ერთი და იგივე პლასტინკების ტრიალს "მესი ასე, მესი ისე" ჯერ ესეთი როლანდო დაბრუნდა თავის მშობლიურ გუნდში და ეს უკვე სხვა სტიმულია ფეხბურთელისთვის, იუვეში როლანდო აბსოლუტურად დაკარგული იყო და იმიტომაც წამოვიდა, ფსიქოლოგიურად ვერ გაძლო. მესისთვის კი რომელმაც ერთ გუნდს შესწირა თავისი საუკეთესო წლები, ეს ახალი გამოწვევა "სხვა გუნდში გადასვლა" მენტალურად ძალიან ძნელი გადასატანია. არ არის ადვილი სხვა გუნდი, სხვა გარემოება, სხვა ატმოსფერო და ასე შემდეგ. მეც რომელიც, მესის ვგულშემატკივრობ, ძალიან ძნელია მესის ყურება სხვა ფორმით, ჩვენ ხომ დიდი ხნის მანძილზე მიჩვეულები ვიყავით ბარსას ფორმაში ჩაცმულ მესის. აგერ ჩვენ გვეძნელება და წარმომიდგენია ლეოსთვის რა ძნელია სხვა გუნდში ყოფნა. ერთი სიტყვით ლაპორტას კისერზე იყოს ეს ყველაფერი.
გია
20 სექტემბერი 2021 10:19
11
მესის გაწმენდა არ დაგავიწყდეს
გიას
20 სექტემბერი 2021 18:19
3
შე მართლა აფრენილო! იუვეში შენი პეხე როლანდოც, გასაწმენდი იყო და იმიტომაც გამოაგდეს იქიდან. მერე შე საცოდავო ერთსა და იმასვე, რომ იმეორებ აღარ მოგბეზრდა? ისე ფსიქიატრს, რომ ეჩვენო ჯობია, თორემ ცოტა ხანში საგიჟეთში ამოყოფ თავს.
აფრენილ სუნიანს.
20 სექტემბერი 2021 14:55
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული