ანელკა: მესი მბაპეს უნდა ემსახუროს, ის N1-ია!

AutoSharing Option
პსჟ-ის, მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ Le Parisien-თან საუბარში კომენტარი კილიან მბაპესა და ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"კილიან მბაპე პსჟ-ის შეტევის ლიდერი უნდა იყოს, რადგან ის N1-ია! ზუსტად ასეთივე სტატუსი ჰქონდა მესის "ბარსელონაში", მაგრამ ახლა მბაპეს უნდა ემსახუროს. კილიანი 5 წელია გუნდშია და მესიმ ამას პატივი უნდა სცეს.

მბაპე დაუჯერებლად მაგარი ფეხბურთელია, მისი მსგავსი სისწრაფე ფეხბურთში არავის აქვს. პარიზში საუკეთესო გუნდის ყოლა თუ  სურთ, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

მაგრამ, ვფიქრობ, კილიანის თავში ყველაფერი გადაწყვეტილია. მას
რაღაც ახალი უნდა და ეს გასაგებია. ის "ოქროს ბურთზე" ოცნებობს, მაგრამ როგორ მიიღებს ამ ჯილდოს, როცა უეფას კოეფიციენტების მიხედვით ევროპის მე-6 ლიგაში თამაშობს?!

მბაპეს ბოლო 3 წელი ესპანეთში ან ინგლისში რომ ეთამაშა, "ოქროს ბურთი" უკვე მოგებული ექნებოდა".

ანელკას ლიონელ მესის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ჰკითხეს.

"მესის იმედგაცრუების კარგად მესმის. როგორც წესი, "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელს 76-ე წუთზე არ ცვლიან, თან, როცა შენს გუნდს გოლი არ აქვს გატანილი. მსგავსი ნაბიჯები მის ტვინზე მოქმედებს.

ფორვარდს მწვრთნელის მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავდაჯერებული იყოს. ვთვლი, რომ მესი არასდროს დაივიწყებს, რაც პოჩეტინომ გააკეთა. ეს მის გონებაში ჩარჩება. ლეო გუნდის ვარსკვლავია და "პარკ დე პრენსზე" პირველ შეხვედრას ატარებდა. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა ადვილი არაა.

მესიმ "მეცთან" გამართული მომდევნო მატჩი გამოტოვა. ეს იყო პასუხი მის რეაქციაზე. მაგრამ მესის ასე ვერ მართავ. მწვრთნელს მკაცრი შეტყობინების გაგზავნა სურდა, რაც ზოგადად სწორია, თუმცა, კარგი რა! ეს ხომ მესია", - თქვა ანელკამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ანელკა მაგარი იუმორი გქონია... ყოჩაღ!
გია
28 სექტემბერი 2021 20:57
1
ეს ანელკა დებილი ხომ არ არის?
ვანო
28 სექტემბერი 2021 20:02
3
სიმართლეს ვერსად გაექცევი, მესი წარმავალია, მბაპე კი მომავალი, ამის ანგარიშის გაწევა ყველას მოუწევს.
ჟორა
28 სექტემბერი 2021 18:50
3
თურმე მესის უნდა ემსახურონ .... დიმართლე ილაპარაკა ნიკოლამ
კილიან
28 სექტემბერი 2021 17:12
7
ვაი შენს პატრონს
ლევან
28 სექტემბერი 2021 17:10
2
ერთი ეს იყო n-1 და მეორე უინტელექტო მბაპეა ნომერი 1.
Master
28 სექტემბერი 2021 16:34
2
რა ბოთე ფეხბურთელიც იყო, ისეთივე ინტერვიუ მისცა.
პაატა
28 სექტემბერი 2021 15:55
5
სხვაზე კომენტარის გაკეთება ძალიან ადვილია.
შენ თუ უფრო მეტი გაქვს გაკეთებული საკლუბო ან სანაკრებო დონეზე, ვიდრე ანეკლას, მაშინ თქვი ვინც ხარ და მე ქედს ვიხრი შენს წინაშე, თუ არა-და, არ გინდა-რა ასეთი კომენტარები...
ისე მაინც
28 სექტემბერი 2021 17:25
6
მესის აქეთ მოემსახურონ! ანელკა, არ გვინდა რა? დიშოვი კომენტარები.
გია
28 სექტემბერი 2021 14:07
8
აფრიკელი, აფრიკელის ტყავს დახევსს?
გოჩა
28 სექტემბერი 2021 15:27
4
კი ვიფიქრე ჩემს აზრს დავაფიქსირებ ამ თემასთან დაკავშირებით-თქო მაგრამ მერე გამახსენდა რომ ამ საიტზე ისე ფილტრავენ ჩემს კომენტარს თითო სიტყვასაც კი მაინც არ გამოაქვეყნებდნენ და ამიტომ არაფერსაც აღარ დავწერ.
ფარნა ტანჯული
28 სექტემბერი 2021 13:49
2

სიახლეები პოპულარული