მბაპემ იანვარში "რეალში" გადასვლა მტკიცედ გადაწყვიტა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას განახორციელებს, რათა ნაახალწლევს "რეალში" გადავიდეს, - იტყობინება As-ი.

გამოცემის მტკიცებით, მიზეზი ისაა, რომ გუნდში რთული ატმოსფეროა, ფორვარდ ნეიმართან ურთიერთობა გაუფუჭდა და აგრეთვე, ფანების მისდამი დამოკიდებულება, რომლებიც მატჩებისას უსტვენენ.

22 წლის მბაპემ ამ სეზონში ლიგა 1-ის 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ზამთარში სხვა კლუბთან მოლაპარაკების დაწყება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული