"შეცდომა არ დამიშვია" - მესი ალაპარაკდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდნენ. არგენტინელმა პარიზული კლუბის მაისურით ერთადერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიტანა, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, მე-9 ტურში კი "რენთან" 2:0 დამარცხდნენ. მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა, "ალბისელესტეს" კაპიტანი პსჟ-ში გადასვლას არ ნანობს.

"პარი სენ ჟერმენში" გადასვლით შეცდომა არ დამიშვია" - ამბობს მესი.

რომ დავუბრუნდეთ არგენტინელის ყოფილ კლუბს, იქ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მიუხედავად პსჟ-ის სეზონის
არადამაჯერებელი სტარტისა, "კამპ ნოუზე" სცენარი სხვანაირად მიმდინარეობს.

"მესი ყველაფერს მალავდა. ის ძალიან კარგი იყო და თამაშებსაც იგებდა" - განაცხადა რონალდ კუმანმა გარკვეული პერიოდის წინ.

"რა თქმა უნდა, მას გარშემო მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა სხვაობას სწორედ ის აჩენდა. მადლობა არგენტინელს, რომ სხვებს უკეთესად აქცევდა. ეს არ არის გაკრიტიკება, დაკვირვების შედეგად არსებულის გამოაშკარავებაა".

როგორც აღვნიშნე, ლეომ პარიზელების მაისური 5-ჯერ მოირგო, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 11 /
ბარსაში ფეხბურთი ასწავლეს,მილიარდამდე ფული აშოვნინეს და კიდე ბარსას აგინებთ თქვე გამყიდველებო.
ბარსას ნამდვილი ქომაგი
00:12 08-10-2021
7
ადაპტაციის პრობლემა ძალიან ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა და მომავალშიც ექნება (მარადონა ბარსაში). მითუფრო მესის მსგავს ფიგურას, რომელიც მხოლოდ ერთ კლუბში აქვს გატარებული მთელი კარიერა. გაიხსენეთ, მას ნაკრებშიც კი ძალიან უჭირდა თამაში ბოლო დრომდე (ბოლო დროს გუნდური თამადი და აზროვნება საგრძნობლად გამოსწორდა). არგენტინის ნაკრებში, ისე როგორც სენ ჟერმენში ბევრი ინდივიდუალისტია და ყველა თავისთვის დაარბენინებდა ბერთს (პარიზში ისევ დაარბენინებს). მბაპე უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნამეტანი ამბიციურია და ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი (გაიხსენეთ ბოლო ევროპის ჩემპიონატი). ნეიმარიც კი, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე ნიჭიერად შეიძლება ჩაითვალოს, თავისი გაუთავებელი მარიაჟობით და საკუთარი თავის წარმოჩენით იმდენად არის დაკავებული, რომ საკუთარი შესაძლებლობის მხოლოდ ნაწილს ავლენს (ბოლომდე დახარჯული ნეიმარი ბოლოს ბარსელონაში მახსოვს პსჟ-ს წინააღმდეგ). მესის თამაში გუნდურ აზროვნებაზეა მორგებული, სადაც ის ქმნის კონკრეტულ ეპიზოდებს და პარტნიორმა თუ გაგრძელების სწორი, ლოგიკური გადაწყვეტილება არ მიიღო (მბაპე - სიტისთან, გოლის ეპიზოდში) ფუჭია მთელი მისი ქმედებები. შეთამაშებას სურვილი და დრო სჭირდება. 11 ვარსკვლავი მოედანზე გუნდი არ არის. ასე, რომ ცოტა მოთმინებაა უპრიანი. P.S. მესი, ფეხბურთში ეპოქის შემქმნელი პიროვნებაა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად და რა ცუდია, რომ ეს ლამაზი სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება!!!
G.A.L.
16:10 07-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული