გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას მბაპე

AutoSharing Option
კილიან მბაპემ მყარად გადაწყვიტა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

ფრანგს ლიგა 1-ში დარჩენა აღარ უნდა და მნიშვნელობა არ აქვს, რამხელა ხელფასს შესთავაზებენ პარიზელები, ის მაინც ესპანეთის დედაქალაქს მიაშურებს.

"მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნაბიჯზე ყველაზე ნაკლები ზეგავლენა ფულმა მოახდინა. ის პსჟ-სთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, თუნდაც სამყაროს ყველა ოქრო შესთავაზონ. დიდი ხანია იცის, რა უნდა და ამას არაფერი შეცვლის. კილიანს წარმატების მადრიდში მიღწევა უნდა და ამას გააკეთებს კიდეც.

მბაპე 30 ივნისს მოუთმენლად ელოდება. სწორედ ამ დღეს
ასრულდება მისი ოცნება", - ციტირებს As-ი წყაროს, რომელიც სიტუაციაში კარგადაა გარკვეული.

ცოტა ხნის წინ ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პსჟ მბაპეს წლიურ ხელფასად 50 მილიონ ევროს შესთავაზებდა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარია! ერთი ჰალანდიც დავითრიოთ ფლორენტინო ბიძია და წამოვა ზედიზედ ჩლ თასები
ქუთაისელი
15 ოქტომბერი 2021 16:05
21
აპა ერთი ორი კაშაის ნაირიც თუ არ მიაყოლეთ არაფერი გამოვა, მასე ზიდანი, ფიგუ, რონალდო, კარლოს, ბექემი, რაული, ოუენი და ა.შ ყავდა და მხოლოდ 1 ლიგა მოიგო, მარა მერე კრისტიანუ ძმანი მისნი და ამათ პლიუს კაშაი და ძმანი მისნი და სამი ლიგა დაიდო.დდდდდდდდდდდდდდდდ
fff
15 ოქტომბერი 2021 17:10
2
რეალში გადავა და პარიზი ლიგას მოიგებს
Ds
15 ოქტომბერი 2021 15:22
15
მადრიდში ისევე ჩაკვდება, როგორც ბეილი, აზარი და სხვები, მერე ალბათ ცხვირში ამოირტყავს, ეეე ეს რა მივქარეო? ისე მე რა მედარდება, სად წავა და სად გააგრძელებს კარიერას?
ეს ისე...
15 ოქტომბერი 2021 14:30
13
ძამა/ მე არ ვარ ბარსას ფანი.
ძამას.
15 ოქტომბერი 2021 19:00
1
ძამია, შენ მაგაზე ნუ დარდობ? ჩემი გუნდი ყველაზე მაგარია ისე, რომ თავი ქუდში მაქვს.
დედაა, როგორ ვშფოთავ? სულ მაკანკალებს! ფხიიი...
15 ოქტომბერი 2021 16:56
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული