პსჟ-ს მოღალატე იკარდის "ბარსას" ფეხბურთელში გაცვლა სურს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენს" სერხიო აგუეროს "ბარსელონადან" გადმობირება სურს. 33 წლის არგენტინელის სანაცვლოდ პარიზელებმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მაურო იკარდი შესთავაზეს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს სერხიოს შენარჩუნება სურთ, მაუროს სამსახურით კი არ ინტერესდებიან.

აგუერო "ბარსაში" გასულ ზაფხულს გადმოვიდა, რათა ბავშვობის მეგობართან, ლიონელ მესისთან ერთად სხვადასხვა ტიტულის მოსაგებად ებრძოლა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის...

როგორც გუშინ ესპანურმა marca-მ დაწერა, იკარდი პსჟ-ის ვარჯიშზე არ მივიდა. მიზეზი შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება იყო თუ ვანდა ნარასთან დაშორება, არავინ იცის.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რავა ყველას ღალატობს ეს შობელძაღლი
შაკო
13:53 18-10-2021
0

სიახლეები პოპულარული