„პარი სენ ჟერმენს“ ძალიან გაუჭირდა მეტოქის ძლევა: 31-ე წუთზე სტუმრები დავიდმა დააწინაურა, 74-ე წუთზე მარკინიოსმა დი მარიას პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ეზე დი მარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
პსჟ-ის თავდამსხმელი მესი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ იკარდიმ შეცვალა. მას ჩემპიონატზე ჩატარებულ 5 მატჩში არც გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია. როგორც იტყობინებიან, ის ხუთშაბათს ვარჯიშზე და დღეს მატჩისას დისკომფორტს განიცდიდა და 4 ნოემბერს „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების წინ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.
პსჟ 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით უსწრებს და 7 ნოემბერს გასვლაზე „ბორდოს“ დაუპირისპირდება.
თუ გუნდის სახელთან გინდათ გამოიყენოთ"მა" მაშინდაწერეთ ბოლომდე "პარი სენ ჟერმენ-მა" შემოკლების შემთხვევაში "პსჟ-მა" არ გავს სწორ ჩანაწერს. "პსჟ-ემ" უფრო სწორი ხომ არ ინებოდა ?